25 მაისი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
ელდარ პირმისაშვილი
858445566
კომპანია „პოპულის" განცხადება
„პოპულის" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით „ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო კადრი ყოველგვარ რეალობას მოკლებულია და ის ან მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია, რომელიც კომპანიის საქმიანი რეპუტაციის დისკრედიტაციას ემსახურება, ან ფალსიფიკაცია და უნიჭო ხუმრობაა. ვიდეო კადრში ბუნდოვნად ჩანს „პოპულის" ის ლოგო და სასაქონლო შეფუთვა, რომელსაც კომპანია უკვე წელიწადზე მეტია აღარ იყენებს, შესაბამისად, ვიდეო კადრი აბსოლიტურად არ შეესაბამება დღეს, კომპანიის სუპერმარკეტებში არსებულ რეალობას".
სამწუხაროა, რომ „პოპულის" წინააღმდეგ ნებსით ნუ უნებლიეთ ასეთი ბინძური კამპანია დაიწყო. კომპანიამ, მომხმარებლებზე და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ერთი წლის წინ საკუთარი საწარმოს მშენებლობა დაასრულა თბილიში. ეს გახლავთ 4000 კვ.მ. ზე განლაგებული ფრეშ პროდუქტების გადამამუშავებელი ცენტრი, რომელიც თავისი პროფილით უნიკალურია მთელს ამიერკავკასიაში. ასევე, ხარისხის კონტროლი, ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიები - ეს ის ძირითადი პრინციპებია, რასაც "პოპულის" დღევანდელი წარმოება ეფუძნება. სწორედ ამ საწარმოდან, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის შემდეგ ყველა წესისა და ტექნოლოგიური პროცესის დაცვით უკვე მარაგდება „პოპულის" სავაჭრო ქსელი, რაც მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხისა და სანდოობის გარანტია.ასევე დაცულია და დიდი ყურადღება ექცევა, მაღაზიების სანიტარულ ნორმებს.
სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის მიზანმიმართული კამპანია, არამარტო ზიანს აყენებს კომპანიის რეპუტაციას, არამედ ქართული ბიზნესის ამ კონკრეტულ დარგს და შეურაცყოფს იმ ასობით თანამშრომელს, რომელიც დასაქმებულია „პოპულის" სავაჭრო ქსელში.
„პოპულის" ადმინისტრაცია